"ბარსელონას" ანტუან გრიზმანის გამო 300 ევროს გადახდა არ უნდა

AutoSharing Option
იმის გამო, რომ "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" იმჟამინდელ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან მოლაპარაკება მარტში დაიწყო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ფაქტობრივად, სიმბოლური თანხით, 300 ევროთი დააჯარიმა.

თუმცა, "ბარსა" ამ თანხის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან მათი აზრით, დათანხმება დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.

"ბარსელონას" მიაჩნია, რომ "ატლეტიკოს" რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.