ედენ აზარს უნდა, მისი როლი ბრედ პიტმა შეასრულოს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ კლუბის საიტს რამდენიმე კითხვაზე გასცა პასუხი.

- ერთი სიტყვით აღგვიწერე დერბი...
- საგიჟეთი.

- რომელი მსახიობი გინდა მკვდრეთით აღადგინო?
- ჯონი ჰოლიდეი. ცნობილი მომღერალი იყო.

- შენზე რომ ფილმი გადაიღონ, მთავარ როლში რომელ მსახიობს შეარჩევდი?
- ბრედ პიტს.

- დროის მანქანა რომ გქონდეს, საით გაემგზავრებოდი?
- მომავალში.

- ფეხბურთის ისტორიაში რომელია შენი საყვარელი გოლი?
- ზიდანის მიერ "ბაიერთან" გატანილი.

- უცხოპლანეტელები არსებობენ?
- არა.

- მარადიულად ცხოვრება გინდა?
- რატომაც არა?

- რომელ ცხოველში გინდა გარდაისახო?
- ლომში.

-შენი
საყვარელი ხილი?
- მანგო.

- მექსიკური სამზარეულო თუ იაპონური?
- იაპონური.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული