ვინისიუსმა განმარტა, რატომ იტირა ცხარე ცრემლებით

AutoSharing Option
"რეალის" შემტევმა ვინისიუსმა ახსნა, პატარა ბავშვივით რატომ იტირა "ოსასუნასთან" გატანილი გოლის შემდეგ.

"ამ სეზონში ტრავმების გამო გამიჭირდა. გოლის გატანისთანავე ვიტირე და შვებით ამოვისუნთქე. ისევ დავბრუნდი გუნდში და "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში მომწონს.

იმაზე უკეთესი შეგრძნება არ არსებობს, რომ მადრიდული დერბის წინ კარგად იასპარეზო და გაიტანო", - ციტირებს ვინისიუსს Football Espana.

ვინისიუსი "ბლანკოსმა" 2018 წლის ზაფხულში 45 მილიონ ევროდ შეიძინა, უკანასკნელად გოლი კი თებერვალში გაიტანა.