"ხეტაფესთან" ლეო მესი და ანსუ ფატი ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ლა ლიგას მე-7 ტურში "ხეტაფესთან" მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ტრავმირებული ლეო მესი და ანსუ ფატი არ არიან.

მესის ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და შესაძლოა, ერთი თვე გაუცდეს. მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ არ იცის, როდის დაბრუნდება.

ფატის კი მარცხენა მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს.

"ხეტაფესა" და "ბარსელონას" შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება.