ჟოზე მოურინიომ "რეალის" გამო 5 კლუბი უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
დროებით უმუშევარმა ჟოზე მოურინიომ რამდენიმე დღის წინ კი თქვა, რომ "რეალის" მწვრთნელობას არ აპირებს, მაგრამ მთლად მასეც არ ყოფილა საქმე.

Goal.com-ის ცნობით, მოურინიოს "რეალში" დაბრუნება უნდა და ამიტომ მაისიდან დღემდე "მილანის", "მონაკოს", "ლილის", "ვოლფსბურგის" და "შალკეს" წინადადებები უარყო.

გამოცემის მტკიცებით, ამავე პერიოდში ის პსჟ-ის, "იუვენტუსის" და "ბაიერნის" სიტუაციას აკვირდებოდა.

აგრეთვე, პორტუგალიელი მზად იყო, "ტოტენჰემს" ჩადგომოდა სათავეში, რამეთუ თვლიდა, რომ მისი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინიო "ბლანკოსში" გადაბარგდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ