Calciomercato: "ბარსელონა" სუარესის შემცვლელს ეძებს და ეს პიონტეკი იქნება

AutoSharing Option
"მილანის" პოლონელმა ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა შესაძლოა "ბარსელონაში" ლუის სუარესი შეცვალოს.

ურუგვაელი იანვარში 33 წლის გახდა, თუმცა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის რეგრესს განიცდის. ესპანური კლუბის ხელმძვანელები ხვდებიან, რომ ლუისისთვის ასეთ ასაკში ფორმის პიკზე დაბრუნება რთული იქნება და ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის შემცვლელს შეიძენენ, - იტყობინება გამოცემა Calciomercato.

სუარესის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ და ესენი არიან: მარიო მანჯუკიჩი, ტიმო ვერნერი, ჰაიმე მატა "ხეტაფედან" და კშიშტოფ პიონტეკი. პოლონელი კლუბის პრიორიტეტული სამიზნეა.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, პოლონელ თავდამსხმელში 50 მლნ ევრო გადაიხადოს.

25 წლის კშიშტოფმა "მილანში" 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ის "მილანს" იანვარში "ჯენოადან", 35 მლნ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.