უსმან დემბელე "ელ კლასიკოს" გამოტოვებს

AutoSharing Option
"ბარსელნას" ფორვარდმა უსმან დემბელემ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ფრანგი "სევილიასთან" (4:0) ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში გააძევეს, მიზეზი კი მსაჯის მიერ რონალდო არაუჰოს გაძევების გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილება იყო.

დემბელემ მსაჯს, ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსუს უთხრა, რომ "ის ძალიან ცუდია" და ეს რამდენჯერმე გაიმეორა.

გამომდინარე აქედან, 22 წლის ფორვარდი "ეიბართან" და მადრიდის "რეალთან" ვერ ითამაშებს.

მომზადებულია rfef.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა სულელი მსაჯია არ ჩამოარიგა ყვითლები და წითლები? ასეთი ცუდი მსაჯობისთვის წითელი ბარათი შენ ჩვენგან ბარსას ფანებისგან.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული