"ბარსელონა" "ატლეტიკოს" გრიზმანის ტრანსფერში კიდევ 15 მილიონს გადაუხდის

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას "მუნდო დეპორტივო" ავრცელებს - "ბარსელონა" დათანხმდა, "ატლეტიკოს" დამატებით 15 მილიონი ევრო გადაუხადოს თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ტრანსფერში იმის გამო, რომ მასთან დროზე ადრე აწარმოებდა მოლაპარაკებას.

სამაგიეროდ, "ბარსას" უფლება ეძლევა, "როხიბლანკოს" 5 ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდოს - მათ შორის ხოსე ხიმენესი და საულ ნიგიესი არიან.

გრიზმანი "ბარსელონამ" ზაფხულში 120 მილიონად შეიძინა, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგის 8 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ