მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი გადასახადების დამალვის გამო 1 მლნ ევროთი დააჯარიმეს.
ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა მიიჩნია, რომ ფეხბურთელმა საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გადასახადები არ გადაიხადა, - იტყობინება Marca.
ადრე რამოსმა უკვე გადაიხადა ნახევარი მლნ ევრო. ახლა კი ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების გამო აპელაციაზე შეიტანა სარჩელი, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.