"ლოს-ანჯელეს გელაქსის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ის ესპანეთში ბრუნდება.
"გამარჯობა, ესპანეთო! იცით, რა? მე ვბრუნდები!" - მოჰყავს იბრაჰიმოვიჩის სიტყვები "ტვიტერში" Sky Sports-ს.
38 წლის შვედის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 2019 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება. გამომდინარე აქედან, იბაჰიმოვიჩს იანვარში შეუძლია სხვა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ერთი სეზონის განმავლობაში "ბარსელონაში" გამოდიოდა.