"რეალმა" "ლეგანესი" გაანადგურა და ლიდერ "ბარსელონას" 1 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში "რეალმა" სახლში "ლეგანესი" 5:0 გაანადგურა.

მასპინძლები უკვე მე-8 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და მატჩში ყოველგვარი ინტრიგა დასაწყისშივე მოკვდა, რამეთუ სტუმართა გუნდი "რეალთან" და მით უმეტეს, მადრიდში თამაშის შემომტრიალებელი არ იყო. საბოლოოდ "ბლანკოსმა" 5:0 მოიგო.

სერხიო რამოსმა პრიმერაზე ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა და ლეო მესის რეკორდი გაიმეორა.

იოვიჩმა "რეალში" პირველი გოლი გაიტანა - ეს მან მხოლოდ მე-10 შეხვედრაში მოახერხა.

"რეალი" 21 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 1 ქულით ჩამორჩება და 3 ნოემბერს "ბეტისს" უმასპინძლებს.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ".
53 870 მაყურებელი
რეალი - ლეგანესი 5:0
გოლები: 1:0 როდრიგო (7), 2:0 კროოსი (8), 3:0 რამოსი (24, პენ), 4:0 ბენზემა (69, პენ), 5:0 იოვიჩი (90+1)

რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, კროოსი (მოდრიჩი 62), კაზემირო, ვალვერდე (ისკო 75), ბენზემა (იოვიჩი 70), აზარი, როდრიგო

ლეგანესი: სორიანო, ომერუო, სილვა, ბუსტინზა (როსალესი 72), კ. როდრიგესი (რეციო 56), ავაზიემი, ო. როდრიგესი (რუბიალი 66), რივერა, ბრაიტვაიტი, ენ-ნესირი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვის რაში ჭირდება ასეთი რეკორდები, ან მესის, ან რამოსის?
ჭიჭიკო
10:34 31-10-2019
2
ცოტაც და რეალი ყველას გადაუვლის,სულ ცოტაც მოიცადეთ
hemal gagnidze
23:48 31-10-2019
0

სიახლეები პოპულარული