30 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში "რეალმა" სახლში "ლეგანესი" 5:0 გაანადგურა.
მასპინძლები უკვე მე-8 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და მატჩში ყოველგვარი ინტრიგა დასაწყისშივე მოკვდა, რამეთუ სტუმართა გუნდი "რეალთან" და მით უმეტეს, მადრიდში თამაშის შემომტრიალებელი არ იყო. საბოლოოდ "ბლანკოსმა" 5:0 მოიგო.
სერხიო რამოსმა პრიმერაზე ზედიზედ მე-16 სეზონში გაიტანა და ლეო მესის რეკორდი გაიმეორა.
იოვიჩმა "რეალში" პირველი გოლი გაიტანა - ეს მან მხოლოდ მე-10 შეხვედრაში მოახერხა.
"რეალი" 21 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 1 ქულით ჩამორჩება და 3 ნოემბერს "ბეტისს" უმასპინძლებს.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 53 870 მაყურებელი
რეალი - ლეგანესი 5:0
გოლები: 1:0 როდრიგო (7), 2:0 კროოსი (8), 3:0 რამოსი (24, პენ), 4:0 ბენზემა (69, პენ), 5:0 იოვიჩი (90+1)
რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, კროოსი (მოდრიჩი 62), კაზემირო, ვალვერდე (ისკო 75), ბენზემა (იოვიჩი 70), აზარი, როდრიგო
ლეგანესი: სორიანო, ომერუო, სილვა, ბუსტინზა (როსალესი 72), კ. როდრიგესი (რეციო 56), ავაზიემი, ო. როდრიგესი (რუბიალი 66), რივერა, ბრაიტვაიტი, ენ-ნესირი