მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა და "ლა ლიგის" ზედიზედ მე-16 სეზონში მოახერხა გოლის გატანა.
გუშინ, 30 ოქტომბერს, რამოსმა "ლეგანესის" კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და ლა ლიგის წლევანდელ სეზონში პირველი გოლი შეაგდო.
33 წლის სერხიო რამოსს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 468 მატჩი აქვს ჩატარებული და, ჯამში, 62 გოლი გაიტანა. რამოსს ძალიან ბევრ შემტევ ფეხბურთელზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ისეთ მოთამაშეზე მეტიც, როგორიც ანდრეს ინიესტაა.