"ბარსელონა" "სტეფანო სენსით დაინტერესდა - მისი აგენტი კატალონიაში გაფრინდა

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველმა სტეფანო სენსიმ შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

Calciomercato იტყობინება, რომ სენსის სამსახურით "ბარსელონა" დაინტერესდა და მისი აგენტი ჯუზეპე რისო კატალონიაში გაფრინდა.

24 წლის სენსიმ ამ სეზონში ჩემპიონატის 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არ არის გამორიცხული, რისომ აგრეთვე მოლაპარაკება ივან რაკიტიჩისა და არტურო ვიდალის თაობაზეც გამართოს, რომელთა გადაბირებაც მილანურ კლუბს სურს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" უნდა "ნერაძურის" მცველი მილან შკრინიაკი და თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შეიძინოს, მაგრამ "ინტერი" მათ გაყიდვას არ აპირებს.