ერნესტო ვალვერდე: სატურნირო ცხრილში კარგი მდგომარეობა გვაქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ლევანტესთან" ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩის წინ ისაუბრა.

"ლევანტეს" სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და სწრაფი კონტრშეტევები ეხერხება. ისევე როგორც წინა წლებში, ამ გუნდთან ისევ რთული შეხვედრა გველის.

სატურნირო ცხრილში კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ წინ ხანგრძლივი სეზონია და ახლა ყოველი მატჩის მოგება გვჭირდება", - ციტირებს ვალვერდეს კლუბის ტვიტერი.

"ბარსა" 10 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერია და მეორეადგილოსან "რეალს" 1 ქულით უსწრებს.

"ლევანტესა" და "ბარსელონას" შეხვედრა 2 ნოემბერს გიმართება.