ზინედინ ზიდანი ბეილისა და ხამესის სტადიონიდან ნაადრევ წასვლას გამოეხმაურა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილისა და ხამეს როდრიგესის ქმედებას გამოეხმაურა. ფეხბურთელებმა "რეალი" -"ბეტისის" მატჩის დასრულებამდე დატოვეს "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნები.

"არ მიმაჩნია, რომ ეს უპატივცემულობის გამოხატულება იყო. ფეხბურთელები თამაშის განმავლობაში იყვნენ ტრიბუნაზე და თანაგუნდელებს გულშემატკივრობდნენ. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს სტადიონი და ამაში გასაკვირი არაფერია", - აღნიშნა ზიზუმ. 

ხამესმა და ბეილმა შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვეს, ხოლო მადრიდის "რეალმა" "ბეტისის" დამარცხება ვერ მოახერხა და ლა ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი დაკარგა. 

altსერხიო რამოსმა მესის რეკორდი გაიმეორა

alt"რეალი" სახლში "ბეტისთან"

ფრეს დასჯერდა და "ბარსელონას" დაეწია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული