მადრიდის "რეალს" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის შეძენა სურს.
ესპანური კლუბი მზადაა, 24 წლის ინგლისელში გარეთ ბეილი დათმოს და დამატებით 70 მლნ ფუნტი გადაიხადოს, - იტყობინება Sky Sports-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდულ კლუბს უელსელის გაშვება უნდა. პარალელურად კი, "მანჩესტერ სიტის" სტერლინგთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სურს საუბარი.
ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი გახდა