3 კანდიდატი - ზინედინ ზიდანს დაცვის გაძლიერება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ახალი მცველის შეძენას გეგმავს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ვილიამ სალიბას (არსენალი), ბენუა ბადიაშილს (მონაკო) და ბუბაქარ კამარას (მარსელი) აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფრანგია და 18-19 წლისაა.

"რეალი" 12 ტურის შემდეგ 22 ქულით ლა ლიგაში I-II ადგილებს "ბარსელონასთან" იყოფს.