ზინედინ ზიდანი: მინდა, ბეილი სეზონის ბოლომდე დარჩეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ამბობს, რომ თავდამსხმელ გარეთ ბეილთან ურთიერთობაში პრობლემა არა აქვს.

"ჩვენთვის მთავარია, ფეხბურთელი წესრიგში იყოს. ჯერ ის სათამაშოდ მზად არ არის, ნორმალურად ვერც ვარჯიშობს. თუ უელსის ნაკრებს უნდა გამოიძახოს, ეს მათი უფლებაა. ეს კვირა უეფას განკარგულებაშია და ვერ ჩავერევით.

ბეილში ეჭვი არ გვეპარება, შექმნილ ვითარებას სწორედ ის განიცდის ყველაზე მეტად. ერთი კვირა დავაკვირდებით და ვნახავთ, მზადაა თუ არა სანაკრებოდ. სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ არის.

მასთან პრობლემა არა მაქვს. თუ აქ სათამაშოდ მზად არაა, არა მგონია, ნაკრებში
ითამაშოს.

ამბობენ, თითქოს გარეთის გუნდში ყოფნა არ მინდა, მაგრამ ეს სისულელეა. შეუძლიათ ჩემზე ყველაფერი ილაპარაკონ, თუმცა იმას ვერ დამაბრალებენ, რაც არ მითქვამს. მინდა, სეზონის ბოლომდე დარჩეს. სავსებით გარკვევით ვამბობ. ის დარჩება და ითამაშებს.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღე ვესალმებით ერთმანეთს. ურთიერთობაში პრობლემა არასოდეს არ გვქონია", - ციტირებს ზიდანს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული