"არსენალის" ახალმა კაპიტანმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და მისი სამსახურით "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ.
El Desmarque-ის ცნობით, "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს თავდასხმის გაძლიერება ობამეიანგით სურს, თუმცა "არსენალი" მას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
El Chiringuito კი ამტკიცებს, რომ ობას თავის გუნდში გადაყვანა "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუსაც უნდა.
ობამეიანგი "არსენალმა" 2018 წლის იანვარში "დორტმუნდისგან" 64 მილიონ ევროდ შეიძინა.