რა შეუძლია 120 მილიონ ევროს? სულ მცირე, ესპანეთის სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარება

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ფეხბუთის ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის სუპერთასი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში საუდის არაბეთში გაიმართება და ამისათვის არაბულმა მხარემ 120 მილიონი ევრო გადაიხადა.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო და "ვალენსია". გაირკვა პირველი ტურნირის წყვილებიც - "რეალი" "ვალენსიას" შეხვდება, ხოლო "ბარსელონა" - "ატლეტიკოს".

ესპანეთის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ვერ დაუჭერდნენ ტურნირის იმ ქვეყანაში ჩატარებას მხარს, სადაც ქალთა უფლებები დაცული არაა.

აღიშნული გადაწყვეტილება ლა ლიგამაც გააკრიტიკა, თუმცა 120 მილიონი ევრო...




მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე არიან გამოწყობილები გეგონება, პატიმრები არიანო.
გია
21:20 13-11-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული