კარვახალი: მირჩევნია, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არ გავიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი დანიელ კარვახალი Marca-სთან საუბრისას "ბარსელონას" საკითხსაც შეეხო და საკუთარი სურვილები გაახმოვანა.

"არ მოვიტყუები, მირჩევნია "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდეს. ისინი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან და ჩვენი მოწინააღმდეგეები. მათ საოცარი შემადგენლობა ჰყავთ. ამიტომაც, მირჩევნია ჩემპიონთა ლიგაზე აგებდნენ და ლა ლიგაშიც. რაც უფრო მეტი ძლიერი გუნდი გავარდება, მით უკეთესი ჩვენთვის", - აღნიშნა კარვახალმა.

4 თამაშის შემდეგ F ჯგუფს სწორედ "ბარსელონა" ლიდერობს 8 ქულით. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები სახლში ჩაატარებენ დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ. ხოლო ლა ლიგაში "ბარსას", "რეალის" დარად, 25
ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატს ერთად ლიდერობენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე მოწიწებით და შიშით უნდა ილაპარაკო ბარსაზე მესის ნათრეო! სადაც შეგხვდათ ხო ყველგან გათრიათ ბარსამ და არ მიკვირს რო გეშინია, ეს პატივისცემით ლაპარაკი არ არის, ამას ისეთები აქვს ნათქვამი ბარსაზე...
barsa
20:53 13-11-2019
2

სიახლეები პოპულარული