ლეო მესი: მაისურის გაცვლა კარიერაში მხოლოდ ზიდანს ვთხოვე

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ კარიერაში ერთადერთხელ სთხოვა მოწინააღმდეგეს მაისურის გაცვლა.

"მე მაისურის გაცვლას სხვა ფეხბურთელებს არ ვთხოვ, როგორც წესი, მათი თხოვნით ვუცვლი. ერთადერთხელ ზიდანს ვთხოვე. ისე, თუ მეტოქის გუნდში არგენტინელი თამაშობს, მაისურას ვუცვლი. თუ არავინ მთხოვს, არც მე ვთხოვ", - ციტირებს მესის TyC Sports-ი.

მიმდინარე სეზონში მესიმ 11 მატჩში 9 გოლი და 5 პასი მიითვალა, კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ