ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება და რობერტ მორენო სამსახურიდან გათავისუფლებულია.

ლუის ენრიკემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შვილის ავადმყოფობის გამო დატოვა. გოგონა 2019 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

რობერტ მორენომ კი, რომლისთვისაც ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა პირველი დიდი გამოწვევა იყო, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე უპრობლემოდ გაიყვანა - ესპანელებმა 10-დან 8 შეხვედრა მოიგეს. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ლუის ენრიკე წაიყვანს.

მომზადებულია as-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული