ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალიც" ჩაერთო

AutoSharing Option
ესპანური პოპულარული გამოცემა As ავრცელებს ცნობას, რომ მადრიდის "რეალი" "ზალცბურგიდან" ერლინგ ჰოლანდის დამატებას შეეცდება.

"ზალცბურგმა" თავისი პოზიცია უკვე გამოხატა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

თავის მხრივ, ფეხბურთელის გადაბირების სურვილი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედსაც", რომელიც ზაფხულში საგრძნობლად აპირებს გაძლიერებას.

ჰოლანდის შედეგები კი თავად განსაჯეთ... მან ყველა ტურნირზე 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 27 გოლი შეაგდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული