ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი მასტურბაციის გამო სასამართლოს წინაშე წარდგა

AutoSharing Option
"ჩელსის", "კრისტალ პალასის", "საუთჰემპტონის" და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 45 წლის ნილ შიპერლი სკანდალში გაეხვა.

ამა წლის სექტემბერში "ნორტ გრინფორდ იუნაიტედის" მწვრთნელი შიპერლი თავის ავტომობილში 16 წლის გოგონასა და მის დედაზე მასტურბირებდა, - იუწყება "დეილი მირორი".

ქალმა ეს შეამჩნია და მანქანის ნომრის დამახსოვრებას შეეცადა, მაგრამ შიპერლი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ მიიმალა.

მოგვიანებით ის აღიარებითი ჩვენებით თავად გამოცხადდა პოლიციაში. სასამართლოში შიპერლიმ "დაზარალებულებს" ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სექსუალური პრობლემები აქვს.

სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ შიპერლის ბავშვთა
გუნდებში მუშაობას აუკრძალავენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული