"რეალი" "მანჩესტერს" პოლ პოგბაში დიდ თანხას, ხამესს და მარიანოს შესთავაზებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ხელში ჩასაგდებად მორიგ ძალისხმევას მიმართავს.

"სანის" ცნობით, "რეალი" "მანჩესტერს" პოგბაში 85.6 მილიონ ევროს, ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს და თავდამსხმელ მარიანო დიასს შესთავაზებს.

ადრე რადიოსადგურმა COPE-მა გვაუწყა, რომ პოგბა "მანჩესტერში" თამაშზე უარს აცხადებს.

მისი სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა, "მანჩესტერთან" კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.