პირველ დეკემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში, რომელსაც 64 226 მაყურებელი დაესწრო, "ბარსელონამ" სტუმრად "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა.
თამაში თანაბარი იყო. უფრო ლოგიკური იქნებოდ,ა თუ ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ "ბარსას" ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი - მესიმ 86-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუპოვა. სწორად აღნიშნა ამ მატჩის მიმოხილვაში as-მა, რომ მესი მარტო წყვეტს ფეხბურთის ბედს, ხოლო "მარკამ" მოწინავე სტატია ასე დაასათაურა: "მესიმ მეტოქეს გარდაცვალების ცნობა გაუფორმა".
მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 38 სხვადასხვა სტადიონზე გაიტანა, რაც რეკორდია. მესიმ სუარესის პასით 28 გოლი გაიტანა და ამდენივე გოლი გაატანინა ურუგვაელს - ეს XXI საუკუნეში პრიმერაზე ყველაზე შედეგიანი ტანდემია.
"ბარსელონა" და "რეალი" 31-31 ქულით ლიდერები არიან. მომავალ ტურში, 7 დეკემბერს, "რეალი" ესპანიოლს", 8 დეკემბერს კი "ბარსელონა" "მალიორკას" უმასპინძლებს.
მესიმ "ატლეტიკოს" კარი ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 25-ჯერ დალაშქრა - უფრო მეტი მხოლოდ "სევილიას გაუტანა (29). პრიმერას მიმდინარე გათამაშების 8 მატჩში მან 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
83-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველ ვიტოლოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ და შეცვალეს.
წარმოდგენილი მაქვს რა უინტერესო გახდება ფეხბურთის ყურება როცა მესი კარიერას დაამთავრებს