"ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" მატჩის დაწყებამდე სტადიონის შესასვლელთან მასპინძელთა გუნდის გულშემტკივრები სკნდირებდნენ: "გრიზმან, მოკვდი, გრიზმან, მოკვდი".
ასე შეეგება "ვანდა მეტროპოლიტანო" თავის ყოფილ კერპს, რომელიც მადრიდული გუნდის ღირსებას 5 წელი იცავდა და მის რიგებში 180 შეხვედრაში 94 გოლი გაიტანა.
ფრანგი თავდამსხმელის მიერ ბურთთან ყოველი შეხებისას სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა ისმოდა, ხოლო ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს: "გრიზმან, წაეთრიე".
ანტუანმა ორი მომენტი ვერ გამოიყენა და მის ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების 13 მატჩში 4 გოლია.