21 წლის მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი ჩინებულ ფორმაშია და "რეალი" დაიბრუნებს.
"მარკას" ცნობით, ჰაკიმი "დორტმუნდში" უკანასკნელ სეზონს ატარებს. ის გერმანულ გუნდში ორწლიანი იჯარით იმყოფება და კარგი ასპარეზობის გამო "ბლანკოსი" უკან უხმობს.
ჰაკიმის თამაშს ყურადღებით აკვირდება "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და დანი კარვახალის შემცვლელად განიხილავს.
მიმდინარე სეზონში მან 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა.