დიეგო სიმეონე: ფეხბურთელები მხარს არ მიჭერენ? - ეს სპეკულაციაა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ატლეტიკომ" მწვრთნელი დიეგო სიმეონე შეიძლება გადააყენოს. თუმცა, თავად არგენტინელს ამაში ეჭვი ეპარება.

"8 წელია, რაც აქ ვარ, ხშირად ამბობენ, რომ ფეხბურთელები მხარს არ მიჭერენ. სპეკულაციები მუდმივია. თუმცა, ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ.

არა მგონია, ახლა წინა სეზონებთან უფრო მეტად გვაკრიტიკებდნენ. მე ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ. ვცდილობ, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომლებიც წარმატებას მოგვიტანს", - განუცხადა სიმეონემ AS-ს.

ინგლისური და ფრანგული პრესა ამტკიცებს, რომ სიმეონემ შეიძლება "არსენალი" ან პსჟ ჩაიბაროს.