ჟოზეპ ბარტომეუ: "ბარსელონას" კარი გვარდიოლასთვის მუდამ ღიაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "მანჩესტერ სიტის" მენეჯერ პეპ გვარდიოლას შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

"ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის.

სწორედ მან მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, მაგრამ "ბარსელონას" კარი მისთვის ყოველთვის ღიაა", - განუცხადა ბარტომეუმ "რეპუბლიკას".

"ბარსას" მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

გვარდიოლა კატალონიურ გუნდს 2008-12 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით სამჯერ მოიგო პრიმერა, ორჯერ თასი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგა.

ასევე დაგაინტერესებთ