ზინედინ ზიდანი: არა მგონია, აზარს ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის ტრავმირებულ ნახევარმცველ ედენ აზარის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

"არა მგონია, აზარს ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ.

იყო ლაპარაკი, რომ ერთი კვირა იუქმებდა, შემდეგ ორი კვირა, ახლა კი მთავარი მოთმინებაა. იმედია, მალე ჩადგება მწყობრში", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული