ლა ლიგამ 2018/19 წლების სეზონში სატელევიზიო უფლებების რეალიზაციიდან შემოსული თანხების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
გუნდები 1.42 მლრდ ევროს გაინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ 2017/18 წლების სეზონში ეს შემოსავალი 1.325 მლრდ ევრო იყო.
ყველაზე მეტი, 166.5 მლნ ევრო "ბარსელონამ" გამოიმუშავა, რაც 11.2 მლნ ევროთი მეტია, ვიდრე მეორეადგილოსან "რეალს" შეხვდა (155.3)
მესამე ადგილზე "ატლეტიკოა" (119.2), მეოთხეზე - "სევილია" (80.1). "უესკა" კი მეხუთე ადგილზე გავიდა 44.2 მლნ ევროთი.
ლა ლიგა 2-ის კლუბებმა კი დაახლოებით 206 მლნ ევრო გაინაწილეს.