დანიელ კარვახალი კლასიკოზე: მინდა "კამპ ნოუზე" წავიდე და გავიმარჯვო - დანარჩენი არ მაღელვებს

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა დანიელ კარვახალმა მომავალ კლასიკოზე ისაუბრა.

"ჩვენ მშვიდად ვართ. იმედია, უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება. ვითამაშებთ იქ, სადაც გვეტყვიან. ახლა კი "ვალენსიასთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ამ შეხვედრაშიც ისეთივე სამი ქულის აღება შეგვიძლია, როგორც "კამპ ნოუზე".

დასვენებისთვის ჩვენ "ბარსელონაზე" ნაკლები დრო გვექნება, თან "ვალენსიასთან" რთული შეხვედრის შემდეგ დავუპირისპირდებით.

მინდა "კამპ ნოუზე" წავიდე და გავიმარჯვო. დანარჩენი არ მაღელვებს. ერნანდესი კარგი არბიტრია და ვიმედოვნებთ, რომ კარგად იმსაჯებს", - ციტირებს კარვახალს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ელ- კლასიკო არის საფეხბურთო ზეიმი, გვაცალეთ ამ ზეიმით დავტკბეთ ვისაც პროტესტები გინდათ წადით ძმაო და მიასკდით ერთმანეთს.
ბარსა მესი.
13:59 13-12-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული