ელ კლასიკო კატალონიაში მიმდინარე მიტინგების გამო გადაიდო და როგორც იქნა, 18 დეკემბრისთვის დანიშნეს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა სტუმართა გუნდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაქსიმალური ღორისძიებები გატარდება.
El Chiringuito-ს ცნობით, "რეალი" სასტუმროდან სტადიონზე ორი ავტობუსით წავა. ერთში გუნდი იქნება, მეორეში კი - კლუბის პერსონალი. მათ პოლიციის გაძლიერებული რაზმი 12 ავტომობილით გააცილებს.