მცველი მარსელო და ნახევარმცველი ედენ აზარი ელ კლასიკოში "რეალს" ვერ დაეხმარებიან, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის ცნობით, ბელგიელი უკვე ყავარჯნების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ჯერ კიდევ კოჭლობს. სავარაუდოდ, ის იანვარში საუდის არაბეთში ჩასატარებელი ესპანეთის სუპერთასის მატჩისთვის ჩადგება მწყობრში.
რაც შეეხება მარსელოს, კუნთის ტრავმა ვერ მოირჩინა და "ბარსელონასთან" მისი თამაში გამორიცხულია. მის მაგივრად ფერლან მენდი ითამაშებს.