ლუის სუარესი: ჯერ კიდევ ფორმის პიკზე ვარ - კონტრაქტის გასაგრძელებლად შეთანხმებას მივაღწევთ

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. სტატისტიკა და ჩემი შედეგები ამაზე მეტყველებენ. მე ჯერ კიდევ ფორმის პიკზე ვარ და როდესაც მოლაპარაკების დრო დადგება, ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ", - განუცხადა ურუგვაელმა კატალონიურ "სპორტს".

ლუისს ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება, ამ სეზონში კი ლა ლიგას 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა.