ლუკა მოდრიჩმა MLS-ის კლუბთან მოლაპარაკებები გამართა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს აშშ-ში ეპატიჟებიან, - იტყობინება The Athletic-ი.

წყაროს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელის აყვანა "დი სი იუნაიტედს" სურს.

ამერიკულმა კლუბმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ხორვატ ფეხბურთელთან.

"დი სი იუნაიტედი" უკვე ეძებს ახალ ვარსკვლავს, რადგან გასული წლის ბოლოს გუნდი უეინ რუნიმ დატოვა.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა "რეალში" 18 მატჩი გამართა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზაფხულში მოდრიჩი, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტი გახდება. მისი ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 15 მლნ ევროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული