ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი - რა თქვა "ბარსას" ყოფილმა თავკაცმა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

"ჩემი პერიოდი "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში დასასრულს მიუახლოვდა. ეს დატვირთული 2.5 წელი იყო. ზოგი მომენტით სიამოვნებას ვიღებდი, როცა გამარჯვებებს და ჯილდოებს აღვნიშნავდით, თუმცა სხვა მომენტებიც იყო - რთული და მძიმე.

თუმცა, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო გულშემატკივრებთან ჩემი ურთიერთობის გამოცდილება და სიყვარული, რომელსაც ჩემ მიმართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოხატავდნენ.

მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს და დირექტორთა საბჭოს, რომ მომცეს შესაძლებლობა, "ბარსელონა" გამეწვრთნა და მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში
გამომიხატეს.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მიმუშავია კლუბში. მადლობა მხარდაჭერისთვის და იმისთვის, თუ როგორი დამოკიდებულება გქონდათ ჩემ მიმართ ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც პირველ გუნდში მუშაობდა და სხვადასხვა მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა.

რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს მათი შრომისთვის, რომელმაც 4 ტიტული მოგვაგებინა. დღეიდან მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ და ასევე, ახალ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს", - წერია ვალვერდეს წერილში.

დღეს ვალვერდე "ბარსელონას" ბაზაზე იმყოფებოდა, გუნდს დაემშვიდობა და საკუთარი ნივთები წაიღო.

ასევე დაგაინტერესებთ