"აიაქსის" ნახევარმცველს "რეალში" თამაში უნდა, კლუბსაც სურს მოთამაშე

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, დიდი შანსია, "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი მიმდინარე წლის ზაფხულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

De Telegraaf-ზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ "მაჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის მიუხედავად, ვან დე ბეეკი "რეალში" გადავა და ტრანსფერის ღირებულება, დაახლოებით, 55 მილიონი ევრო იქნება.

"თეთრებს" ფეხბურთელის ტრანსფერზე წინა ზაფხულში შეთანხმება ჰქონდა, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით გარიგება არ შედგა.

მართალია, ფედე ვალვერდეს გამოჩენის შემდეგ გამთამაშებლის საჭიროება თითქოს ბუნდოვანი გახდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლუკა მოდრიჩის მადრიდული კარიერა დასასრულისკენ მიდის, იგივე შეიძლება ვთქვათ ისკოზეც, თუმცა
ამ უკანასკნელმა ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნების შემდეგ საოცარი თამაში აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შეთავაზებაზე უარი განაცხადა და თავადაც ძალიან სურს "რეალში" გადასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ