რუსი მოდელი თეო ერნანდესს გაუპატიურების მცდელობას აბრალებდა და დააპატიმრეს

AutoSharing Option
ესპანეთში რუსი მოდელი ლუიზა კრემლევა იმის გამო დააპატიმრეს, რომ ფეხბურთელს, თეო ერნანდესს გაუპატიურების მცდელობას აბრალებდა.

2017 წელს, როდესაც ერნანდესი "ატლეტიკოში" ახალი გადასული იყო, კრემლევამ მარბელაში, ღამის კლუბ Olivia Valère-სთან ავტომობილების პარკირებაზე გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა.

კრემლევას თქმით, ერნანდესმა დილის 4 საათზე ღამის კლუბიდან გაიყვანა, თავის ავტომობილში ჩასვა, გაუპატიურება დაუპირა, მაგრამ არ დანებდა, რის შემდეგაც მანქანიდან გადააგდო.

ვიდეოდაკვირვების კამერამ დააფიქსირა, რომ ისინი დილის 6 საათზე მართლაც გავიდნენ ღამის კლუბიდან, 15 წუთის შემდეგ კი მშვიდად მოსაუბრენი უკან დაბრუნდნენ.

სასამართლომ ერნანდესი გაამართლა და ის
ცილისწამებისთვის კრემლევას დასჯას მოითხოვს.

13 იანვარს რუსი მოდელი პოლიციამ მარბელაში დააპატიმრა, სასამართლომ კი ცილისწამებისთვის დროებით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ კრემლოვა შიგ კრემლში დაგადებდი.და და მერე გეჩივლა რამდენიც გინდა.
zurabi
17:17 17-01-2020
4
ამ მანდილოსანს ისეთი გვარი აქვს, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა.ძალიანაც კარგი,გაება ჩიტუნა მახეში.
წერო
16:55 17-01-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული