ლიონელ მესიმ სეტიენს არგენტინელი ფორვარდის შეძენა ურჩია

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესის გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუეროს შენეძა ურჩია.

გამოცემის მიხედვით, 61 წლის მწვრთნელსა და არგენტინელ ფეხბურთელს შორის პირისპირ საუბარი შედგა და ამ დიალოგის დროს მესიმ აღნიშნა, რომ აგუერო იქნება იდიალაური შემცვლელი ლუის სუარესისა, რომელიც ტრავმის გამო 4 თვით გამოაკლდა გუნდს.

მიმდინარე სეზონში აგუერომ "სიტის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრებში 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. აგუეროს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

altგაბრიელ ჟეზუში:

აგუერო ახალგაზრდა არაა, "სიტიში" ჩემი დრო მოვიდა

altაგუეროს აღმა ხნული, ფერნანდინიომ დაღმა ფარცხა - "სიტის" მოდელებთან "განტვირთვა" არ წაადგა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ