უსმან დემბელე დაბრუნდა და "ბარსელონაში" ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
22 წლის თავდამსხმელი უსმან დემბელე "ბარსელონაში" დაბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.

დემბელემ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა ნოემბერში "დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და მკურნალობის კურსს ყატარში გადიოდა.

ლა ლიგაზე ამ სეზონში მან 5 შეხვედრაში (3 ძირითად შემადგენლობაში) 1 გოლი გაიტანა.

დემბელე "ბარსამ" 2017 წელს "დორტმუნდისგან" 125 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 75 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ