ყველაფერი ყველაფრის მოსაგებად - სეტიენმა "ბარსელონაში" დასვენება აკრძალა

AutoSharing Option
"ბარსელონას"ახალმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, როდესაც დანიშვნის მეორე დღეს გუნდი რესტორანში დაპატიჟა, ფეხბურთელებს უთხრა, რომ ამ სეზონში ყველა ტურნირი უნდა მოიგონ.

ყველაფრის მოგებას კი ყველაფრის გაღება სჭირდება.

სეტიენმა, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ინტენსიური სავარჯიშო რეჟიმი დაამყარა.

რაც მან გუნდი ჩაიბარა, ჯერ ფეხბურთელებს არ დაუსვენიათ და კიდევ კარგა ხანს არც დაასვენებს. კიკემ 15 იანვარს თავისი წინამორბედის, ერნესტო ვალვერდეს მიერ დანიშნული უქმე დღე გააუქმა.

ასევე, "გრანადასთან" მატჩის წინა დღეს ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა და გუნდი თამაშის დღესაც ავარჯიშა.

ამ კვირაში "ბარსა" ყოველდღე ივარჯიშებს,
გარდა 22 და 25 იანვრისა, როდესაც იბიცას თასსა და ლა ლიგაზე "ვალენსიასთან" შეხვედრები აქვს.

მოკლედ, სეტიენის მწვრთნელობის პირველ 14 დღეში გუნდი 13 ვარჯიშს ჩაატარებს.

ამას გარდა, სეტიენის პრინციპია ბურთის გამუდმებით ფლობა და მეტოქისთვის არდათმობა - 2018-19 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა "ბეტისმა" "ლეგანესთან" მატჩში პრიმერაზე ბურთის ფლობის რეკორდი დაამყარა - 82.51%. ეს რეკორდი სეტიენმა "ბარსელონასა" და "გრანადას" მატჩში დაამხო, რომელშიც კატალონიური გუნდის ბურთის ფლობა 82.60% იყო.

alt"ბარსელონამ" კაცნაკლულ "გრანადას" ძლივს მოუგო - მარჯვე მესის მარჯვენით [VIDEO]

altსეტიენმა მთელ "ბარსელონას" რესტორანში უმასპინძლა და უთხრა, რომ ყველა ტურნირის მოგება შეუძლიათ

altსეტიენის შვილი: ****, როცა გავიგე, რომ მამა "ბარსელონას" გაწვრთნის

altსეტიენს კოუტინიოს "ბარსელონაში" სასწრაფოდ დაბრუნება სურს

alt"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი: გუშინ ძროხებთან ვსეირნობდი, დღეს კი ვარსკვლავებს ვავარჯიშებ

altროგორ მოხვდი მანდა? - გაიცანით "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი, რომელიც ჭადრაკისა და მესის ფანია


ასევე დაგაინტერესებთ