სხვადასხვა ესპანური და არაესპანური წყაროს ცნობით, ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა პიერ ემერიკ ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
ლონდონელთა 30 წლის გაბონელი კაპიტანი, სავარაუდოდ, "მეთოფეებს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. "ბარსელონას" მისი შეძენა ლუის სუარესის გამო სურდა და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ობამეიანგი განიხილებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ "არსენალში" კაპიტნის გაშვების სურვილით შეპყრობილნი არ არიან, თავად ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა კლუბის ხელმძღვანელობასთან გუნდის დატოვების სურვილი. გაბონელ ფორვარდს "არსენალთან" ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს.