ფრანგი მცველი: ვარჯიშებზე მესის ყველა ფრთხილად ეთამაშება, მან ტრავმა არ უნდა მიიღოს

AutoSharing Option
ახალგაზრდა მცველმა, ფრანგმა ჟან კლერ ტოდიბომ, რომლის უფლებებიც "ბარსელონას" ეკუთვნის და ამჟამად "შალკეშია" განათხოვრებული, Bild-თან საუბარში "ბარსას" არგენტინელ ვარსკვლავ მესიზე ისაუბრა.

"ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა, რომ მესის ტრავმა არ უნდა მიეღო. ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ ყველა ძალიან ფრთხილად თამაშობს.

მე მესისაგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და რამდენჯერმე ბურთის ართმევასაც ვეცადე, თუმცა ძალიან ფრთხილი ვიყავი, მისთვის ზიანი რომ არ მიმეყენებინა", - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

20 წლის ტოდიბო "ბლაუგრანას" "ტულუზადან" შეუერთდა 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით 4 მატჩი ჩაატარა და
სეზონის დასაწყისში კატალონიელებმა "შალკეში" გაანათხოვრეს.