"ბარსელონა" შიშობს, რომ ობამეიანგში "არსენალი" დიდ თანხას მოსთხოვს

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი "ტელეგრაფი" ავრცელებს - "არსენალი" ვარაუდობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ბარსელონა" მათი გუნდის თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" ობამეიანგი ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელად სჭირდება, თუმცა კატალონიური კლუბი შიშობს, რომ ტრანსფერში არარეალურ თანხას, 50 მილიონ ფუნტზე მეტს მოსთხოვენ.

"ტელეგრაფი" აგრეთვე ირწმუნება, რომ "ვალენსიას" ფორვარდი როდრიგო "ბარსელონასთვის" ობამეიანგის მხოლოდ ალტერნატივაა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ობას "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, ლონდონურ კლუბს კი მისი იჯარით გაშვება არ აწყობს.

30 წლის გაბონელმა ამ სეზონში პრემიერლიგის 22 მატჩში 14 გოლი
(1 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ