"რეალმა" "ვალენსიას" დანიელ სებალიოსის იჯარაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
"ვალენსია" "რეალის" ნახევარმცველ დანიელ სებალოსის იჯარით აყვანას ცდილობდა, - იტყობინება "მარკა".

"ვალენსია" "რეალს" დაუკავშირდა, რათა ფეხბურთელის ტრანსფერი განეხილათ, მაგრამ უარი მიიღო, რადგან მადრიდულ გუნდს პრიმერაზე კონკურენტის გაძლიერება არ სურს.

სებალოსი ამჟამად "არსენალშია" განათხოვრებული, სადაც 6 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია - ჯერ ტრავმის, შემდეგ კი მწვრთნელის გადაწყვეტილებით.

ამ სეზონში მან 17 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის გამოცვლა უნდა, რამეთუ ევრო 2020-ზე ასპარეზობის დიდი სურვილი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული