"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი: მესის გუნდიდან წასვლა შეუძლებელი არ არის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა.

"მესი - გამორჩეული ფეხბურთელია. ის საოცრად თამაშობს "ბარსელონაში". ლეო გუნდში 13 წლიდან არის და მთლიან ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. პირადად მე არ მგონია, რომ მან გუნდი დატოვოს, თუმცა ამაში შეუძლებელი არაფერია." - ციტირებს ბრაიდს Football Italia.

მოგეხსენებათ, მესის კონფლიქტზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება. მან მტკიცედ გააკრიტიკა გუნდის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და შემდეგ ტერ შტეგენთანაც დაეძაბა ურთიერთობა. ლიონელს მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა ხელშეკრულებაში არის
პუნქტი, რომელიც მესის საშუალებას მისცემს, უფასოდ დატოვოს გუნდი 2020 წლის ზაფხულში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უბრალოდ ამხელა ხელფასის 40 მილიონის გადახდას მეეჭვება ვინმე მოინდომებს.როდესაც კრიშტიანოში იუვე 30 მილიონს ხელფას დათანხმდა იგი ჭირდებოდა მთავარი ტურნირის, ჩ.ლ-ის მოგებისთვის რადგან სწორედ იგი იყო რეალში ზედიზედ სამი წელი მოგების სულისჩამდგმელი.მესის კი ვარსკვლავებით გადატენილ ბარსასთან ერთად 4 წელია ჩ.ლ. ვერ მოუგია.
ჩემი აზრით.........
12 თებერვალი 2020 17:45
0
მიკვირს ხალხის რომლებიც იძახიან მესი ვერ გაქაჩავს სხვა გუნდშიო.რა სარაგოსაში წავა თქვენი აზრით?მესიმ თუ დატოვა ბარსა არანაკლებ კლუბში წავა სადავ ეყოლება პასის მიმცემიც და გამცემიც აი ბარსას თავზე კი შავი ღრუბელი ჩამოწვება კაი ხანს რა განვითარებაზე ჩაპარაკობთ მესი ათრევს ამდენი ხანია ერთი ნეიმარი ყავდათ ნორმალური და ისიც ხარბად გაყიდეს იყიდეს მომავალი დემბელე და კოუტინიო და რა მოგებაც ნახა კი ეტყობა.ასე რომ ლეოს ნაშველებიც აქ და ეშველება სადაც არ უნდა წავიდეს საერთოდ ხვალვე რო დაამთავროს კარიერა
თემური
11 თებერვალი 2020 22:34
0
აბსოლიტურად გეთანხმები მეგობარო! სარაგოსასაც გაქაჩავდა დარწმუნებული ვარ. ტიპი წლებია - მესიც არის, ინიესტაც, ჩავიც , ზოგჯერ სუარესიც და თუ საჭირო გახდა - პუიოლიც. ასეთი აღნაგობის კაცმა თავისი არაამქვეყნიური ნიჭისა და უდიდესი შრომით უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო. მინიმუმ დასაფასებელია ასეთი , მე ვიტყოდი გამორჩეული ადამიანი
Homer
12 თებერვალი 2020 00:41
0
მესისტებო არ გაგიჟდეს და არ დატოვოს ბარსა თორემ მესის დაერხევა ფაქტიურათ დაამთავრებს კარიერას სხვაგან არაფრის გამკეთებელი არ არის მთელი ბარსა მის ჭკუაზე დარბის და მაინც ვერაფერს აკეთებს აი ბარსელონასთვის მისი წასვლა არაფერია პირიქით უფრო განვითარდება
მესისტებს
11 თებერვალი 2020 15:25
5
მეგობარო, სიმართლე გითხრა, შენი არ მესმის. ჯერ ,,მესისტებო’’ არამგონია შესაფერისი მიმართვა იყოს იმ ადამიანთა მისამართით, ვისაც ძალიან მოსწონს მესის თამაში. ან როგორ არ უნდა მოგწონდეს მისი თამაშის ნახვა თუ კი ფეხბურთი გიყვარს. პირადად მე ბარსელონასა და მესის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არასდროს ვაკნინებდი სხვა გუნდებსა და მოთამაშეებს. მაგალითად - მადრიდის რეალს, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესო საფეხბურთო კლუბია ფეხბურთის ისტორიაში(მთლიანობაში). კრისტიანუ რონალდუ - სუპერ ფეხბურთელია
Homer
12 თებერვალი 2020 00:36
0
ჯიგარი ხარ, კიდევ კარგი თქვი, ახლავე დავფაცურდებით და არ დავატოვებუნებთ ბარსას რომ არ დაერხეს, მაგრამ შენ რა გეშველება? გარანტირებულად არაფერი
gio
11 თებერვალი 2020 16:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული